როდიდან შეგვიძლია მართვის მოწმობის აღება?!

2011 წლის 17 მაისს კანონში ,,საგზაო მოძრაობის უსაპრთხოების შესახებ” დამატებულ იქნა მუხლი, რომლითაც 17 წლის ასაკიდან არასრულწლოვანებს უფლება ეძლევატ მარტონ სატრანსპორტო საშუალებები.
იმისათვის , რომ 17 წლის ახალგაზრდა გამოცდაზე დაიშვას , სავალდებულოა ერთ-ერთი მშობლის წერილობითი თანხმობა. მას ენიჭება ,,A” და ,,B” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება და გადაეცემა მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა,რომელიც მოქმედებს საქარტველოს ტერიტორიაზე. “A” კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს აქვთ შესაძლებლობა მართონ მოტოციკლი და სხვა მოტოსატრანსპორტო საშუალებები;
“B” კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ :სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სრული მასა არ აღემატება 3500კგ-ს

არასრულწლოვანთა უფლებები და მოვალეობები

ადმინისტრაციული სამართალდარღვევას ეწოდედება გადაცდომა, მის ჩამდენს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
სრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ 16 წლის ასაკს მიღწეულთ პირებს.ამისთვის გამოიყენება შემდეგი სახის სახდელები:
1.გაფრთხილება
2.ჯარიმა
3.იმ საგნის სასყიდლიტ ჩამორთმევა , რომელიც არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საშუალება
4.ზემო აღნიშნულის უსასყიდლოთ ჩამორთმევა
5.მოქალაქისთვის მინიჭებული სპეციალური უფლების ჩამორთმევა9მართვის მოწმობა,…)
6.გამასწორებელი საშუალებები
7.ადმინისტრაციული პატიმრობა(18წლის ზემოთ)

დატოვე კომენტარი

Filed under ახალი ამბები

უსამართლობა?!

სადამდე მიჰყავს უსამართლობას ადამიანი, ანუ არის თუ არა ის პიროვნება იმ პროცესის მონაწილე, რომელზეც თვალს ხუჭავს?!
ყოველდღიურად ათასობით ფაქტის მოწმე ვხდებით.ქუჩური გარჩევები, ერთმანეთის ჩაგვრა, ძალადობა, ქურდობა, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა.ყველაფერი ეს ერთად და ცალცალკე უსამართლობაა და რაღა თქმა უნდა , ვინც “ატარებს” ამ ფაქტებს სახელად უსამართლობა უნდა ერქვას და არა პიროვნება. მიზეზები მარტივია.ბრბო, რომელსაც ეშინია პრობლემები თავად არ შეექმნას, ფიქრობს ეს მისი საქმე არ არის და თავს იმართლებს “ფრთიანი ფრაზით” ცნობილი სტერეოტიპული გამოთქმებით “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი”
,” არამკითხე მოამბე, მიტყიპე და მიაგდე” სწორედ ესაა დეგრადირებული საზოგადოება, სანამ თავად არ დადგება პრობლების წინაშე და მისიანს არ გაკრავენ კბილს დუმან. შეუძლია თუ არა საზოგადოებას შეცვალოს კონკრეტული ადამიანის პრობლემის მოგვარებით დამოკიდებულება? დიახ. რამოდენიმე წლის წინ ოჯახური ძალადობა ტაბუდადებული თემა იყო, დღეს კი სწორედ ისინი იბრძვიან მის აღმოსაფხვრელად, რომლებიც თავად იყვნენ ადრე მსხვერპლი. გაჩუმება და თვალის დახუჭვა, ნიშნავს, რომ მოგვწონს უსამართლობა უმოქმედობა კი ამ შემთხვევაში დანაშაულის ტოლფასია.მასობრივი რეპრესიები, მკვლელობები, ხალხთა გენოციდი, საკონცენტრაციო ბანაკები, აი სადამდე მიიყვანა მდუმარებამ საზოგადოება წლების წინ.იქნებ შენი ერთი ხმა იყოს ექო, რომელსაც გამოეხმაურება მილიონობით ადამიანი ასე, რომ საკუთარ თავში ვეძებოთ პრობლემა და გახსოვდეთ მდინარის დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან. არ უნდა უარვყოთ რომ, პირველობა საფრთხის შემცველია. დიახ, ილია გახდა საკუთარი პირველობის, გაბედაობის, სამართლიანობის მსხვერპლი, მაგრამ დაფარვით ვერ მოვიშუშებთ იარებს.”მე კი ვფარავ , მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს”, ამბობდა გურამიშვილი. საზოგადოების უმოქმედობაზე ალაპარაკდნენ ქართველი რეპერები რამოდენიმე თვის წინ აქციით “ჩემი ქალაქი” და ეს კიდევ ერთი მაგალითი და გაშარჟება იყო უმოქმედო, დეგრადირებული საზოგადოებისა. საინტერესოა ფრაზები, რომლითაც გაჯერებულია მათი ტექსტები და აი ვიდეოც…  

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

13 ივნისი


თბილისის ისტორიაში ყველაზე საშინელი დღე!!! დღე რომელმაც დაამტკიცა,რომ ადამიანი უძლურია ბუნების წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვცდილობთ წინააღმდეგობა გავუწიოთ ბუნების კანონებს, შეუძლებელია მის ნებას წინ აღვუდგეთ!!! სტიქია, რომელმაც ფერადი ცხოვრება შავთეთრი გახადა, რომელმაც უამრავი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა, რომელმაც დაანგრია თბილისის ქუჩები, ქუჩები რომელსაც ადამიანი ქმნიდა, გზები რომლების გასაყვანად გაიჩეხა ტყე, უამრავი მანქანა, რომელიც ყოველდღე აბინძურებს გარემოს განადგურდა, განადგურდა ადამიანთა ფსიქოლოგიაც, სტრესიდან ძლივს ან ვერ გამოსული პატარები, დაპანიკებული მოსახლეობა , დანგრეული ზოოპარკი, გაქცეული ცხოველები ეს ყველაზე საშინელი სამაგიეროს გადახდაა ადამიანისთვის. ამ დღემ კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა რომ ბუნების დაცვა დიახ ეს უპირველესი დანიშნულებაა თუ გვინდა ცხოვრების გაგრძელება, ვერ ვილაპარაკებთ ადამიანის უფლებებზე თუ ჯერ არ ვიქნებით იმ დონეზე ასული, რომ საჭიროა ბუნების გაფრთხილება, ყოველი ჩვენი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ უკანასკნელის კანონს სამომავლოდ აუცილებლად დაარღვევს ადამიანის უფლებებს, ადამიანის თავისუფალი ნება შეიზღუდება თავისუფლება, ხომ არ ნიშნავს ვაკეთოთ ის რაც გვინდა და როგორც გვინდა საჭიროა რაღაც ფაქტორების გათვალიწინება… ბუნება არასოდეს გვპატიობს მის წინააღმდეგ ბრძოლას და შედეგი მსხვერპლია, ადამიანების სიცოცხლე შეეწირა ამ სასტიკ სტიქიას და მინდა მივუსამძიმრო ყველა გარდაცვლილის ოჯახს… უბდურებამ რომელიც თავზე დაატყდა თბილის, გვასწავლა ერთმანეთის გვერდშო დგომა, დავინახე რომ საქართველოში მოხალისეობის ინსტიტუტი გაჩნდა, დიდი, პატარა, მუშა თუ მინისტრი ერთმანეთის გვერში იდგა და ცდილობდა ამ უფერული სამყაროს გაფერადებას სტიქიის ზონაში ყოველგვარი რისკის გაუთვალისწინებლად იდგნენ და მუშაობდნენ აუტანელ პირობებში…უამრავი კომპანია, საჯარო თუ არასაჯარო სექტორი, იურიდიული თუ კონკრეტული პირები არ იშურებდნენ ძალებს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად…მე დავინახე საქართველო ერთიანი და ძლიერი, რომელიც გააერთიანა უბედურებამ ადამიანის უძლურობამ ბუნების წინაშე და მე დავინახე პრობლემა რომელიც უნდა მოგვარდეს საჭიროა ბუნების დაცვა და გაფრთხილება, ხეების დარგვა და არა ტყეების გაჩეხვა საჭიროა მეტი სიფრთხილე მინდა ამ პოსტში ჩემი facebook სტატუსიც ჩავრთო და კიდევ ერთხელ გიტხრათ რომ მეამაყება რომ ქართველი ვარ “ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს ტექსტი და ჩემი როგორც მოქალაქის ვალი ვიგრძენი და ვწერ!!! ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს და ყველა დაზარალებულს!!! მადლობას ვუხდი მათ ვინც მართლაც გმირული საქციელი ჩაიდინა და დღეს მოხალისედ იდგა ფორსმაჟორულ სიტუაციაში!!! მეამაყებით თქვენ და საქართველო თუმცა არიან ცინიკოსებიც, რომლებიც არა თუ არ ,ვერ იაზრებენ მომხდარს და მე მცხვენია ეს საჯარო იუმორი! გადახედეთ და დაფიქრდით რა ხდება!!! დიდ საშინელებათა ფილმის სიუჟეტს გავს მომხდარი!! არავინ არვიცით ხვალ რა ხდება გაუფრთხილდით ერთმანეთს და შემდეგ ბუნებას,რომელიც სასტიკად გვიბრუნებს ჩვენს გაფუჭებულს და მიქარულს არ ტარდება ტყუილად აქციები,გამწვანებები,ეს მიზანმიმართულია, რომ ამაღლდეს ჩვენი თვითშეგნება და ეს ნაბიჯია იმის თავიდან ასაცილებლად რაც დღეს მოხდა…თავის დროზე გამოიჩინეთ მოხალისეობა, იყავით აქტიურები, და სტიქიამდე და უბედურებამდე იგრძენით ის პასუხისმგებლობა რაც როგორც მოქალაქეს და შემდეგ როგორც ადამიანს გვაკისრია!!! მადლობა ყველას ვინც დღეს თავი გაიმეტა და მოხალისედ წავიდა რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე ბევრი ვერ ვახერხებთ,მაგრამ მადლობა მათ ვინც თუნდაც სიტყვიერი თანაგრძნობა გამოხატა და უბრალოდ გროშიანი იუმორით არ მიუდგა ამ ყველაფერს!!იმ რეპორტაჟების მერე შეუძლებელია გულგრილად შეხვდე ამ ყველაფერს!! “11214087_1041289072550494_7405869845718596093_n

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

გენოციდი

ადამიანი საზოგადო პრობლემებით მანამდე არ ინტერესდება, სანამ ეს პრობლემა უშუალოდ არ შეეხება და ტკივილს არ აგრძნობინებს. ყველას გვიჭირს ვიყოთ პირველი და წინ აღვუდგეთ სისხლიან გადმონაშთებს, რომელიც გვახსენებს ადამიანის სისუსტეებს. კარგა ხანია არ დამიწერია მსგავსი სტატია და ბიძგი და მიზეზი რატომ ვწერ მე ახლა ამ ყველაფერს არის ფილმი, რომელსაც გუშინ ვუყურე. ნაწარმოები, კულტურა, თუნდაც ფილმები, ეს ხომ ანარეკლია ცხოვრების , ანარეკლი , სადაც იკითხება რეალობა. ფილმში “ბიჭუნა ზოლიან სამოსში” აღწერილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდი და საკონცენტრაციო ბანაკები, რომელიც იყო ბოროტებისა და ადამიანური სისასტიკის, მწვალებლობის გამოვლინება. საკონცენტრაციო ბანაკები, რომელიც ანადგურებდა ებრაელებს უმიზეზოდ. ეს იყო გენოციდი  (ბერძნ. genos – ჯიში, თემი და ლათ. caedo – ვკლავ) ადამიანის უფლებების შელახვის პიკი, რომელსაც ლამაზად ფუთავდნენ და ეს მხარე საზოგადოებისთვის უცნობი რჩებოდა, ზოგმა არ იცოდა რა ხდებოდა ამ ბანაკებში, ზოგმაც იცოდა და ხმის ამოღების ეშინოდა, ეშინოდა რომ მისი სიტყვა პიროვნებასთან ერთად განადგურდებოდა. არცერთი ადამიანი არ იმსახურებს სიკვდილს და არცერთ ჩვენგანს არგვაქვს სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება ყველა ადამიანი თავისუფალი და თანასწორია, ეს ხომ განმანათლებლებმაც იქადაგეს…საკუთარი რასის გაღმერთება, სამშობლოსადმი ზედმეტი პატრიოტობა გაკულტება, რომელიც სხვის უფლებებს ლახავს დანაშაულია, მარაზმულია და დაბალი ზნეობის მაჩვენებელი მე ვიტყოდი უნდა ვიყოთ პატრიოტებთან ერთად კოსმოპოლიტები, რომ არ შეილახოს სხვათა უფლებები. სულ ახლახანს დავიწყე გაბრიელ გარსია მარკესის “იცხოვრე რომ მოჰყვე”  და საინტრესო ფრაზა ამოვიკითხე “the sun shines for all” ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ ბუნება მომხრეა ვიყოთ თავისუფალნი და თანასწორნი. ფილმში ” ბიჭუნა ზოლიან სამოსში” მძაფრადაა გამოხატული კონკრეტული რასის იზოლაცია, რაც რეალობა იყო მე2 მსოფლიო ომის პერიოდში, 20ე საუკუნის მონობა, მონობა სადაც იმყოფებოდნენ ებრაელები, მხოლოდ იმიტომ რომ იყვნენ ებრაელები, ყველაზე უსუსური არგუმენტია და ვერცერთი არგუმენტი ვერ გაამართლებს ამ არაადამიანობას უფრო კონკრეტულად კი გენოციდს. დაუშვებელია არატოლერანტობა, არ უნდა დავუშვათ თანამედროვეობაში მსგავსი მოხდეს, რაღათქმაუნდა არ მოხდება, მაგრამ ვფიქრობ ეს სისხლიანი “ტრადიცია” თავის კვალს მაინც დატოვებდა და საჭიროა ბოლომდე ამოიძირკვოს ის აზრი, რომ რომელიმე რასა რომელიმეზე მეტია ან არ იმსახურებს არსებობას ჩვენს გვერდით!!!the-boy-in-the-striped-pyjamas-original

th_864x550_enter4

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

ტერორიზმი

დაახლოებით 1კვირის წინ მქონდა დასაწერი თემა ტერორიზმზე და კარგად მახსოვს დავიწყე დემოკრატიული პრინციპების განხილვით. როგორც ჩერჩილი იტყოდა  “დემოკრატია ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობის, მაგრამ უკეთესი არ არსებობს”. და მაინც როგორ უნდა ვიცხოვროდ რომ ავიცილოთ ეს საშინელი დაავადება ადამიანური მორალისა?! როდესაც მესმის სიტყვა ტერორიზმი ვხედავ რომ თითოეულ ადამიანში ცხოვრობს ცხოველი, რომელსაც ძალიან ცოტა უნდა გაღვიძებისთვის და იმდენად ინსტიქტურია მისი ჩვევები მზადაა ყველას და ყველაფერს გადაუაროს. ტერორიზმი მიზნად ისახავს შიშის დანერგვას და არა კონკრეტული ზიანის მიყენებას და სამწუხაროდ  ის პიროვნებებიც შეიძლება გახდნენ მსხვერპლი, რომლებიც სრულიად უდანაშაულონი არიან ტერორისტის წინაშე.სად მთავრდება ჩვენი უფლებები?! იქ სადაც იწყება სხვისი და იქ სადაც საფრთხე ექმნება სხვის უფლებებს. გამოდის რომ ჩვენი უფლებები და მათ შორის სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის… დემოკრატიის დამახასიათებელი თვისება ეს ტოლერანტობაა, განსხვავებულის პატივისცემა და არა შეურაწყობა ამიტომ უნდა მოვზომოთ ჩვენი ნათქვამი და სწორედ ამიტომ არადემოკრატიული ჟესტი, რომელიც შეურაწყობს განსხვავებულ რელიგიას, აზრს მორალს თუ პიროვნებას ამიტომ მიუხედავად იმისა რომ ვწუხვარ შარლი ებდოს ტერაქტის გამო და აღკვეთილი უნდა იყოს ტერორიზმი, ვამბობ რომ მე არ ვარ შარლი… და ვფიქრობ შარლი ებდოს ჟურნალი იყო გამოწვევა, ვინაიდან იცოდნენ მოსალოდნელი შედეგები მაინც გაასარჟეს განსხვავებულობა. რა უნდა გავაკეთოთ რომ აღიკვეთოს ტერორიზმი?! ისღა დაგვრჩენია შევინარჩუნოთ ადამიანობა და დავამტკიცოთ, რომ სისხლისღვრას არაფერი მოაქვს ცუდის მეტი 21ე საუკუნის ადამიანებმა პრობლემები დიპლომატიურად უნდა გადავწყვიტოთ.

ტერორიზმიძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ეს არის განმარტება და ვხედავთ, რომ ამ ყველაფრის უკან ბინძური პოლიტიკა დგას, პოლიტიკა რომელიც ყველაზე ბინდით მოცული და დამაბრმავებელია იქ სადაც ვერ გაარჩევ რა არის კეთილი და რა ბოროტი და იქ სადაც ძნელია იპოვო სამართალი ერთადერთი გამოსავალი არის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება , ხალხის რომელსაც არ შეეშინდება განათლებით ებრძოლოს ისეთ გამოწვევას როგორიც ტერორიზმია…უნდა დამტკიცდეს რომ იარაღი ეს გამანადგურებელი ძალაუფლებაა… უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი თითოეული ნაბიჯი, მიუხედავად იმისა რომ გამოხატვის თავისუფლება გვაქვს და თუ დავიცავთ ერთმანეთის შეხედულებებს აგრესიის მიზეზი აღარ იქნება… დემოკრატიას ამშვენებს ტოლერანტობა აზრთა სხვადასხვაობის პატივისცემა და არა გასარჟება ამიტომაც საჭიროა ვიყოთ საზოგადოება და არა ბრბო ისე დავაფიქსიროთ აზრი რომ არ შეილახოს სხვისი უფლება და ერთის სიცოცხლე ეს ბუნების მიერ მონიჭებული უფლებაა და არავის აქვს მისი აღკვეთის უფლება მისი დაზიანება…stock-photo-stop-terrorism-world-target-text-and-black-background-243418672 terrorism

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

თავისუფლება?!

თავისუფლება
ეს ხომ ლამაზად შეფუთული რეალობაა, საჩუქარია, რომელსაც მოფრთხილება უნდა! გახსნისას კი გვხდება ამაოება, სიცრუე, ხვდები რომ ეს მხოლოდ სიტვაა და მეტი არაფერი ან კიდევ დემოკრატია, რომელიც ვითომდა ამ სიტყვის სისრულეში მოყვანას ემსახურება ამაოებაა იგიც, ტყუილად არ უთქვამს, დემოკრატია ყველაზე ცუდი მმართველობააო, მაგრამ უკეთესიც რომ არ არსებობს რა გინდა რომ ქნა?! ჩვენ ვეგუებით ყველა ამ ფორმალობას და ვხდებით მარიონეტები დიდი ადამიანებისა და ცოტა თუ უჩნდება სურვილი თავად გახდეს დიდი. თავისუფლება, როგორ შეიძლება იყოს ის, როცა შენს ცხოვრებაში ერევიან, გიგეგმავენ მომავალს, გაჩვენებენ რომ სრულიად თავისუფალი ხარ ბუნებით მონიჭებული გაქვს აღნიშნული, მაგრამ თან გეუბნებიან, არა ეს ესე სჯობს….აი ესაა რეალობა და სანამყველა არ გავიაზრებთ აღნიშნულს არ გვეშველება, ყველაში უნდა იყოს მეამბოხე სული, არსება , რომლებიც იღრიალებს უსამართლობის დანახვისას, არსება რომლისთვისაც მიუღებელია ტყუილი და ხომ გვეზიზღება ჩვენ ის ადამიანები ვინც გვატყუებენ ხოდა უნდა ავუმხედრდეთ ჩვენ წინაშე უსამართლობას…მაგრამ არა შურისძიებით, ეს უნდა იყოს განათლებით, კანონებამდე დასული მოქმედება. უნდა შევიცვალოთ დამოკიდებულება, იმისა, რომ სხვა ვიღაც გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს არ უნდა ველოდებოდეთ უცხოს, ხმა ამოიღოს და მერე ავყვეთ, ყოველთვის უნდა ვიყოთ პირველები და დაე აგვყვეს სხვა…და მაინც ვინაიდან თავისუფლება ეს ფორმალობააა და ყველა მარიონეტის როლში ვართ და ხელისუფლებაც იმისთვისაა, რომ ლამაზად შეფუთოს მწარე რეალობა უნდა გამოჩდნენ ადამიანები ვინც იტყვიან საპირისპიროს და თვალს აუხვევენ ხალხს, მაგრამ როგორც წესი ეს ადამიანი მსხვერპლი გახდება დიახ მსხვერპლი და მაინც საუკუნეების შემდეგ შევა ისტორიაში მოიპოვებს და მოიხვეჭს სახელს, რომელიც მას უკვე არაფერში სჭირდება და მაინც თავისუფლება ეს თუ ლამაზად შეფუთული სიცრუეა უნდა გაიხსნას ფაბრიკა სადაც ეს დეფექტები გამოსწორდება და ეს უნდა იყოსსაერთო საქმე…თავისუფლება ფორმალობაა მაგრამ შეიძლება ამ განმარტების შეცვლა, მას შემდეგ რაც ვისწავლით სხვის უფლება-მოვალეობაში არ ქექვას… და მაინც რაოდენ სასიამოვნოა წამიერი თავისუფლება…. წამიერება  1327068738_tumblr_l91t6w32rf1qa94sio1_500

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

სიცოცხლე და საზოგადოება

images 525746_10151472754386718_1361491738_n_largeარმინდა ძალიან ოფიციალურად გამომივიდეს, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე დამეწერა ჩვენს ყოველდღიურობაზე, პბობლემებზე და ზოგადად იმაზე, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაზე. არსებობენ ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ დღევანდელი დღით და არებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც უფრო მნიშვნელოვანია მომავალი კეთილდღეობა. მე ვერ გამირჩევია რომელი ნაწილი ცხოვრობს სწორად და არც აქვს დიდი მნიშვნელობა, უბრალოდ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არასდროს გავეკიდოთ წარსულს, რომელიც აუცილებლად გაგახსენებთ თავს. ყოველ დილით წარმოიდგინეთ, რომ ეს თქვენი ახალი ცხოვრების პირველი და უკანასკნელი დღეა და ყველაფერი უფრო გამარტივდება. რა თქმა უნდა იკითხავთ, რატომ ამ ბლოგზე ასეთი პოსტი საქმე ისაა, რომ ჩვენ თითოეული ადამიანი ვქმნით საზოგადოებას, რომლის სიჯანსაღე თითოეული ჩვენგანის ცხოვრების სტილზე, აზრებზეა დამოკიდებული. თუ ყველა ვეცდებით ვიყოთ უკეთესი, ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით და არ განვსაჯოთ სხვისი პატივი ვცეთ, როგორც მორალურად ისე სამართლებლივად ყველაფერი გამარტივდება. არ იქნება ამდენი მოღუშული სახე ქუჩებში და აღარ დაგვჭირდება ვეძებოთ მომღიმარი სახეები. იცით რა არის კანონი? ზუსტი განმარტება არც მე ვიცი უბრალოდ ვიცი, რომ კანონს ხალხი ქმნის, მათი ქცევებიდან გამომდინარე იცვლება, იშლება, იწერება კანონები, წესები. თუ არავინ დაყრიდა ნაგავს ქუჩაში განა საჭირო იქნებოდა ჯარიმების და სადამსჯელო ინსტიტუტების შექმნა?! რათქმა უნდა არა… სწორედ ამიტომ საზოგადოება სიცოცხლის ნაწილია, სიცოცხლე ჩვენი მნიშვნელოვანი ფენომენი, რომელიც მართლა წუთივითაა, ჯობია გავულამაზოთ ის ერთმანეთს, შევქმნათ ისეთი საზოგადოება, რომელიც არ იმართება, რომელიც მართავს…მართავ საკუთარი მაღალი ზნეობით და სადაც ეს იდეა დევს იქ ნაკლებია დანაშაულის რიცხვი,იქნებ უნდა გავიზარდოთ, გავიზარდოთ და შევიმეცნოთ, რომ დანაშაული კანონდარღვევა, არასდროს არაა სწორი საქციელი. ზოგი აზრით კანონდარღვევა ეს სახელის მოხვეჭის წინა პირობაა, არა ეს უბრალოდ დაბალი ზნეობისა და სულიერი სიდუხჭირის ბრალია. დაფიქრდით, როგორ საზოგადოებაში გინდათ ცხოვრება და ეცადეთ თვითონ შეცვალოთ იგი…

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

ქველმოქმედება, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის სხვადასხვა ადამიანის პრობლემები

ალბათ, მართებული იქნება თუ დავსსვამთ კითხვას, რა არის ქველმოქმედება და ვინ არის ქველმოქმედი. ამ შეკითხვაზე რათქმაუნდა არსებობს კონკრეტული პასუხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია როგორ გვესმის თითოეულს ეს საკითხი. უნდა ეხებოდეს თუ არა საზოგადოებას, სხვადასხვა კონკრეტული ადამიანის პრობლემები?! რაღათქმაუნდა, ჩემი აზრით სწორედ ის საზოგადოებაა ჯანსაღი, რომლისთვისაც პრიორიტეტულია არა მარტო საკუთარი თავი არამედ სხვა, მარტივად რომ ვთქვათ მე=ჩვენ-ს  პრინციპი. ინდივიდმა უნდა გაითავისოს რომ საკუთარი ბედნიერებისთვის საჭიროა გარშემომყოფებიც ბედნიერები იყვნენ. არ დავიწყებ საქართველოს კრიტიკას ამ სფეროში, იმიტომ რომ არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელი გვაქვს, მაგრამ მინდა მივმართო ყველას, რომ სიკეთის გაკეთება, არ საჭიროებს აფიშირებას, სიკეთე არ უნდა იყოს იარაღი, რომელსაც ზოგი პიარისთვის ზოგიც კი “რა მაგარი ტიპი ვარ”-ითვის იყენებს. საზოგადოება ბრბოსგან ბევრი ათავისებურობებით განსხვავდება და ერთ-ერთი მათგანი სწორედ არის სამოქალაქო აქტიურობა, მოქალაქეობის შეგრძნება, პრობლემების მოგვარების უნარი და ჩემი აზრით ნებისმიერ პრობლემატური საკითხის გადაჭრა ეს უკვე ქველმოქმედებაა. უფლებაა თუ მოვალეობა ქველმოქმედება?! დაუსვით საკუთარ თავს კითხვა და მიხვდებით, როგორი პიროვნებახართ… თუ თქვენთვის ქველმოქმედება ვალდებულებას წარმოადგენს დამერწმუნეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც შეცვლის მომავალს. როგორ უნდა მოვიქცეთ , რომ ჯანსაღი გარემო შევქმნათ? მოდი განვიხილოთ ეს თემა სათაურის ჩარჩოებში, პატარებს უნდა ვასწავლოთ სხვისი დახმარება და საბედნიეროთ დღეს საქართველოში არსებობს პროექტები, რომლებიც ეხმარება ამის გააზრებაში ნებისმიერს. ყველას ვურჩევდი ჩართულიყო ასეთ პროგრამებში, ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა როლი შეიძლება შეასრულოს თქვენმა უბრალო კეთილმა მოქმედებამ იმ დიდ საქმეში რომელიც მსოფლიო სოლიდარობა ეწოდება. ასე რომ დაფიქრდით ყოველდღე და ილიას თქმის არ იყოს “ყოველდღესა შენს თავს კითხო აბა მე დღეს ვის რა ვარგე” თუ ამ პრინციპით ვიცხოვრებთ, ყველას უფლება დაცული იქნება, იგრძნობთ რამხელა ძალა აქვს ერთიანობას, გირჩევთ მიიღოთ მონაწილეობა ნებისმიერ კეთილ აქციაში, თუნდაც  ice bucket challengeში და გაგებით მოვეკიდოთ საზოგადო პრობლემებს , რომლებიც დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად შეგიშლით ხელს ბედნიერებაშიlarge savuf 018fdea0d4623e486f80161b8760dcfe_684 1-871

პ.ს და არ დაგავიწყდეთ დახმარება მხოლოდ მატერიალურით არ შემოიფარგლება

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

ქარის მოტანილი წერილები

და მაინც გვერდი ვერ ავუარე 22სექტემბერს, განა შეიძლება ასეთი გამოწვევა უპასუხოთ დატოვო?! დღევანდელ საზოგადოებას ხომ გვაკლია სითბო, სიყვარული, მეგობრობა, თანადგომა და ამ ყველაფრის გასაძლიერებლად საჭიროა ერთიანობა, ისეთი ინიციატივები და იდეები, როგორიცაა “ქარის მოტანილი წერილები”. მართალია ჩემი ბლოგი ცოტა სხვა სახისაა, მაგრამ რატომაც არ უნდა გავუწიოთ რეკლამირება?! ეს არის უკეთესი საზოგადოების საწინდარი, ახალი მეგობრების ან უბრალოდ ნაცნობების შეძენის საშუალება. როგორი შეგრძნებაა, როცა ფიქრობ და აანალიზებ, რომ ახლა ვიგაც სადგაც შენთვის წერს წერილს, იმისთვის რომ ერთი დღე გაგილამაზონ. https://www.facebook.com/pages/ქარის-მოტანილი-წერილები/287302764616730 10615976_941840155829651_4552288386947390755_n

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

რეიდები

რამოდენიმე საათის წინ სამარშუტო ტაქსით ვიმგზავრე თითქმის ნახევარი თბილისი მოვიარე და ვაკვირდებოდი ქუჩებს და მახსენდებოდა საზოგადოების საუბრები ე.წ რეიდებთან დაკავშირებით. მართლაც, რომ გახშირებულია საპატრულო პოლიციის მოძრაობა ქუჩებში, ასევე ხშირია გაჩერებული მანქანების რაოდენობა, უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვი. და მაინც რეიდებით ვებრძვით კრიმინალს თუ ვაშინებთ მოსახლეობას. საზოგადოების აზრი ორ ნაწილადაა დაყოფილი. თუ კი გადავხედავთ ბოლოს დანაშაულის რიცხვს, რატომ არ უნდა გამკაცრდეს კანონები, რატომ არ უნდა გახშირდეს პოლიციის მეთვალყურეობა,მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ისევ და ისევ კანონის ფარგლებში, ისე რომ არ დაირღვეს არავის უფლებები. საჭიროა გავრცელდეს ხმა, რომ საქართველოს დაცვის სამსახური მზადაა იმისთვის, რომ აღიკვეთოს მარაზმი, დანაშაულები. ვფიქრობ საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს რისთვის ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ არც საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა უნდა გადააჭარბონ არ უნდა ისარგებლონ ამ სიტუაციით. როდესაც ვამბობთ, რომ ქუჩაში ვერ გამოვდივართ, როგორც კი შეღამდება და ამავე დროს გვაშფოთებს დაცვის სამსახურის ხშირი გამოჩენა ეს რეალურია. რატომ შეიძლება საპატრულო პოლიციამ გააჩეროს უდანაშაულო, რადგანაც ხდება შემთხვევები რომ საპატრულო სამსახური აქტიურად მოძრაობს, ე.ი არის საშიშროება, რომელიც უნდა აღიკვეთოს. თუმცა აქვე ვამბობ რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მოქალაქეების უფლებების შელახვა. ასე, რომ სჯობს მოვიძიოთ ინფორმაცია და შემდეგ გავაკეთოთ განცხადებები, გავერკვეთ კარგათ და შემდეგ დავაფიქსიროთ აზრი. ნუ გადავიქცევით ბრბოდ, ნუ ავყვებით ერთ კონკრეტულ ადამიანსა და შემთხვევას. ყოველთვის იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში უკმაყოფილო მხარე, რომლის შეხედულებებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, მაგრამ ჩემი რჩევაა ორგანიზებულად ზედმეტი ემოციების გარეშე დავაფიქსიროთ ჩვენი შეხედულებები. preview policia2

არ დაგავიწყდეთ, რომ პოლიცია ჩვენ დასაცავადაა და არა უნდა გვეშინოდეს მათი ქმედების

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

დაბრუნება და თემა თინეიჯერებზე

Teenage Girl Visits Doctor's Office Suffering With Depressionმეგობრებო მოგესალმებით!! დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ და საკმაოდ ბევრი დამიგროვდა სასაუბრო. ახლა მინდა შევეხო დღევანდელ თინეიჯერებს, მათ უფლებებს. მოკლეთ უნდა მუშაობდნენ თუ არა თინეიჯერები? ცოტას თუ გასჩენია კითხვა, ალბათ ეს იმის ბრალია რომ საქართველოში არ არსებობს მოხალისეობის ინსტიტუტი.რატომაც არა. ბევრს ჰგონია რომ მუშაობა ახალგაზრდისთვის დამამცირებელია და ახლა შევეცდები ეს სტერეოტიპი თუ უბრალოდ შეხედულება დავამსხვრიო, რათქმაუნდა თქვენთან ერთად. მიხარია, რომ არის ცოტა მაგრამ მაინც სტაჟირების პროგრამები, პროექტები, რომლებიც ახალგაზრდებს საშუალებას გვაძლევს მივიღოთ გამოცდილება და ვიყოთ ცვენს წინა თაობაზე უკეთესი, გამოცდილნი და როდესაც დადგება დრო მუშაობის ჩვენ თამამად ვიტყვით , რომ გვაქვს გამოცდილება, რომ ჩვენთვის არაა უცხო ეს გარემო, პრობლემები, სიძნელეები. მოვუწოდებ ყველას ვისაც აქვს ამის საშუალება რომ დაასაქმონ თინეიჯერები და დაინახავთ როგორ გაიზრდება მოხალისეობის ინსტიტუტი, როგორ შეიცვლება ქართული საზოგადოება , როგორ მიეცვევა ყველა რომ უფროსკლასელი უკვე მზადაა იმუშაოს და რატომაც არა იმუშაოს გამოცდილებისთვის რათა შექმნას უკეთესი მომავალი…იმუშაოს ისე რომ არ შეექმნას სწავლაში პრობლემები. მადლობა მინდა გადავუხადო იუსტიციის სახლს პროექტისთვის “ერთი დღე იუსტიციის სახლის თანამშრომლად”, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ, ვისწავლოთ , გავიზარდოთ და დავმკვიდრდეთ საზოგადოებაში ასეთი პროექტი ბევრი უნდა იყოს. ეს არის გზა თანამედროვე საზოგადოებისკენ, გზა გამოსწორებისკენ, თვითშეგნების ამაღლებისკენ. უნდა იმუშაოს თინეიჯერმა იმისთვის რომ გვქონდეს უკეთესი მომავალი, გამოცდილი მუშახელი. ))

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized