13 ივნისი


თბილისის ისტორიაში ყველაზე საშინელი დღე!!! დღე რომელმაც დაამტკიცა,რომ ადამიანი უძლურია ბუნების წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვცდილობთ წინააღმდეგობა გავუწიოთ ბუნების კანონებს, შეუძლებელია მის ნებას წინ აღვუდგეთ!!! სტიქია, რომელმაც ფერადი ცხოვრება შავთეთრი გახადა, რომელმაც უამრავი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა, რომელმაც დაანგრია თბილისის ქუჩები, ქუჩები რომელსაც ადამიანი ქმნიდა, გზები რომლების გასაყვანად გაიჩეხა ტყე, უამრავი მანქანა, რომელიც ყოველდღე აბინძურებს გარემოს განადგურდა, განადგურდა ადამიანთა ფსიქოლოგიაც, სტრესიდან ძლივს ან ვერ გამოსული პატარები, დაპანიკებული მოსახლეობა , დანგრეული ზოოპარკი, გაქცეული ცხოველები ეს ყველაზე საშინელი სამაგიეროს გადახდაა ადამიანისთვის. ამ დღემ კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა რომ ბუნების დაცვა დიახ ეს უპირველესი დანიშნულებაა თუ გვინდა ცხოვრების გაგრძელება, ვერ ვილაპარაკებთ ადამიანის უფლებებზე თუ ჯერ არ ვიქნებით იმ დონეზე ასული, რომ საჭიროა ბუნების გაფრთხილება, ყოველი ჩვენი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ უკანასკნელის კანონს სამომავლოდ აუცილებლად დაარღვევს ადამიანის უფლებებს, ადამიანის თავისუფალი ნება შეიზღუდება თავისუფლება, ხომ არ ნიშნავს ვაკეთოთ ის რაც გვინდა და როგორც გვინდა საჭიროა რაღაც ფაქტორების გათვალიწინება… ბუნება არასოდეს გვპატიობს მის წინააღმდეგ ბრძოლას და შედეგი მსხვერპლია, ადამიანების სიცოცხლე შეეწირა ამ სასტიკ სტიქიას და მინდა მივუსამძიმრო ყველა გარდაცვლილის ოჯახს… უბდურებამ რომელიც თავზე დაატყდა თბილის, გვასწავლა ერთმანეთის გვერდშო დგომა, დავინახე რომ საქართველოში მოხალისეობის ინსტიტუტი გაჩნდა, დიდი, პატარა, მუშა თუ მინისტრი ერთმანეთის გვერში იდგა და ცდილობდა ამ უფერული სამყაროს გაფერადებას სტიქიის ზონაში ყოველგვარი რისკის გაუთვალისწინებლად იდგნენ და მუშაობდნენ აუტანელ პირობებში…უამრავი კომპანია, საჯარო თუ არასაჯარო სექტორი, იურიდიული თუ კონკრეტული პირები არ იშურებდნენ ძალებს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად…მე დავინახე საქართველო ერთიანი და ძლიერი, რომელიც გააერთიანა უბედურებამ ადამიანის უძლურობამ ბუნების წინაშე და მე დავინახე პრობლემა რომელიც უნდა მოგვარდეს საჭიროა ბუნების დაცვა და გაფრთხილება, ხეების დარგვა და არა ტყეების გაჩეხვა საჭიროა მეტი სიფრთხილე მინდა ამ პოსტში ჩემი facebook სტატუსიც ჩავრთო და კიდევ ერთხელ გიტხრათ რომ მეამაყება რომ ქართველი ვარ “ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს ტექსტი და ჩემი როგორც მოქალაქის ვალი ვიგრძენი და ვწერ!!! ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს და ყველა დაზარალებულს!!! მადლობას ვუხდი მათ ვინც მართლაც გმირული საქციელი ჩაიდინა და დღეს მოხალისედ იდგა ფორსმაჟორულ სიტუაციაში!!! მეამაყებით თქვენ და საქართველო თუმცა არიან ცინიკოსებიც, რომლებიც არა თუ არ ,ვერ იაზრებენ მომხდარს და მე მცხვენია ეს საჯარო იუმორი! გადახედეთ და დაფიქრდით რა ხდება!!! დიდ საშინელებათა ფილმის სიუჟეტს გავს მომხდარი!! არავინ არვიცით ხვალ რა ხდება გაუფრთხილდით ერთმანეთს და შემდეგ ბუნებას,რომელიც სასტიკად გვიბრუნებს ჩვენს გაფუჭებულს და მიქარულს არ ტარდება ტყუილად აქციები,გამწვანებები,ეს მიზანმიმართულია, რომ ამაღლდეს ჩვენი თვითშეგნება და ეს ნაბიჯია იმის თავიდან ასაცილებლად რაც დღეს მოხდა…თავის დროზე გამოიჩინეთ მოხალისეობა, იყავით აქტიურები, და სტიქიამდე და უბედურებამდე იგრძენით ის პასუხისმგებლობა რაც როგორც მოქალაქეს და შემდეგ როგორც ადამიანს გვაკისრია!!! მადლობა ყველას ვინც დღეს თავი გაიმეტა და მოხალისედ წავიდა რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე ბევრი ვერ ვახერხებთ,მაგრამ მადლობა მათ ვინც თუნდაც სიტყვიერი თანაგრძნობა გამოხატა და უბრალოდ გროშიანი იუმორით არ მიუდგა ამ ყველაფერს!!იმ რეპორტაჟების მერე შეუძლებელია გულგრილად შეხვდე ამ ყველაფერს!! “11214087_1041289072550494_7405869845718596093_n

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s