ტერორიზმი

დაახლოებით 1კვირის წინ მქონდა დასაწერი თემა ტერორიზმზე და კარგად მახსოვს დავიწყე დემოკრატიული პრინციპების განხილვით. როგორც ჩერჩილი იტყოდა  “დემოკრატია ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობის, მაგრამ უკეთესი არ არსებობს”. და მაინც როგორ უნდა ვიცხოვროდ რომ ავიცილოთ ეს საშინელი დაავადება ადამიანური მორალისა?! როდესაც მესმის სიტყვა ტერორიზმი ვხედავ რომ თითოეულ ადამიანში ცხოვრობს ცხოველი, რომელსაც ძალიან ცოტა უნდა გაღვიძებისთვის და იმდენად ინსტიქტურია მისი ჩვევები მზადაა ყველას და ყველაფერს გადაუაროს. ტერორიზმი მიზნად ისახავს შიშის დანერგვას და არა კონკრეტული ზიანის მიყენებას და სამწუხაროდ  ის პიროვნებებიც შეიძლება გახდნენ მსხვერპლი, რომლებიც სრულიად უდანაშაულონი არიან ტერორისტის წინაშე.სად მთავრდება ჩვენი უფლებები?! იქ სადაც იწყება სხვისი და იქ სადაც საფრთხე ექმნება სხვის უფლებებს. გამოდის რომ ჩვენი უფლებები და მათ შორის სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის… დემოკრატიის დამახასიათებელი თვისება ეს ტოლერანტობაა, განსხვავებულის პატივისცემა და არა შეურაწყობა ამიტომ უნდა მოვზომოთ ჩვენი ნათქვამი და სწორედ ამიტომ არადემოკრატიული ჟესტი, რომელიც შეურაწყობს განსხვავებულ რელიგიას, აზრს მორალს თუ პიროვნებას ამიტომ მიუხედავად იმისა რომ ვწუხვარ შარლი ებდოს ტერაქტის გამო და აღკვეთილი უნდა იყოს ტერორიზმი, ვამბობ რომ მე არ ვარ შარლი… და ვფიქრობ შარლი ებდოს ჟურნალი იყო გამოწვევა, ვინაიდან იცოდნენ მოსალოდნელი შედეგები მაინც გაასარჟეს განსხვავებულობა. რა უნდა გავაკეთოთ რომ აღიკვეთოს ტერორიზმი?! ისღა დაგვრჩენია შევინარჩუნოთ ადამიანობა და დავამტკიცოთ, რომ სისხლისღვრას არაფერი მოაქვს ცუდის მეტი 21ე საუკუნის ადამიანებმა პრობლემები დიპლომატიურად უნდა გადავწყვიტოთ.

ტერორიზმიძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ეს არის განმარტება და ვხედავთ, რომ ამ ყველაფრის უკან ბინძური პოლიტიკა დგას, პოლიტიკა რომელიც ყველაზე ბინდით მოცული და დამაბრმავებელია იქ სადაც ვერ გაარჩევ რა არის კეთილი და რა ბოროტი და იქ სადაც ძნელია იპოვო სამართალი ერთადერთი გამოსავალი არის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება , ხალხის რომელსაც არ შეეშინდება განათლებით ებრძოლოს ისეთ გამოწვევას როგორიც ტერორიზმია…უნდა დამტკიცდეს რომ იარაღი ეს გამანადგურებელი ძალაუფლებაა… უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი თითოეული ნაბიჯი, მიუხედავად იმისა რომ გამოხატვის თავისუფლება გვაქვს და თუ დავიცავთ ერთმანეთის შეხედულებებს აგრესიის მიზეზი აღარ იქნება… დემოკრატიას ამშვენებს ტოლერანტობა აზრთა სხვადასხვაობის პატივისცემა და არა გასარჟება ამიტომაც საჭიროა ვიყოთ საზოგადოება და არა ბრბო ისე დავაფიქსიროთ აზრი რომ არ შეილახოს სხვისი უფლება და ერთის სიცოცხლე ეს ბუნების მიერ მონიჭებული უფლებაა და არავის აქვს მისი აღკვეთის უფლება მისი დაზიანება…stock-photo-stop-terrorism-world-target-text-and-black-background-243418672 terrorism

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s