სიცოცხლე და საზოგადოება

images 525746_10151472754386718_1361491738_n_largeარმინდა ძალიან ოფიციალურად გამომივიდეს, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე დამეწერა ჩვენს ყოველდღიურობაზე, პბობლემებზე და ზოგადად იმაზე, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაზე. არსებობენ ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ დღევანდელი დღით და არებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც უფრო მნიშვნელოვანია მომავალი კეთილდღეობა. მე ვერ გამირჩევია რომელი ნაწილი ცხოვრობს სწორად და არც აქვს დიდი მნიშვნელობა, უბრალოდ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არასდროს გავეკიდოთ წარსულს, რომელიც აუცილებლად გაგახსენებთ თავს. ყოველ დილით წარმოიდგინეთ, რომ ეს თქვენი ახალი ცხოვრების პირველი და უკანასკნელი დღეა და ყველაფერი უფრო გამარტივდება. რა თქმა უნდა იკითხავთ, რატომ ამ ბლოგზე ასეთი პოსტი საქმე ისაა, რომ ჩვენ თითოეული ადამიანი ვქმნით საზოგადოებას, რომლის სიჯანსაღე თითოეული ჩვენგანის ცხოვრების სტილზე, აზრებზეა დამოკიდებული. თუ ყველა ვეცდებით ვიყოთ უკეთესი, ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით და არ განვსაჯოთ სხვისი პატივი ვცეთ, როგორც მორალურად ისე სამართლებლივად ყველაფერი გამარტივდება. არ იქნება ამდენი მოღუშული სახე ქუჩებში და აღარ დაგვჭირდება ვეძებოთ მომღიმარი სახეები. იცით რა არის კანონი? ზუსტი განმარტება არც მე ვიცი უბრალოდ ვიცი, რომ კანონს ხალხი ქმნის, მათი ქცევებიდან გამომდინარე იცვლება, იშლება, იწერება კანონები, წესები. თუ არავინ დაყრიდა ნაგავს ქუჩაში განა საჭირო იქნებოდა ჯარიმების და სადამსჯელო ინსტიტუტების შექმნა?! რათქმა უნდა არა… სწორედ ამიტომ საზოგადოება სიცოცხლის ნაწილია, სიცოცხლე ჩვენი მნიშვნელოვანი ფენომენი, რომელიც მართლა წუთივითაა, ჯობია გავულამაზოთ ის ერთმანეთს, შევქმნათ ისეთი საზოგადოება, რომელიც არ იმართება, რომელიც მართავს…მართავ საკუთარი მაღალი ზნეობით და სადაც ეს იდეა დევს იქ ნაკლებია დანაშაულის რიცხვი,იქნებ უნდა გავიზარდოთ, გავიზარდოთ და შევიმეცნოთ, რომ დანაშაული კანონდარღვევა, არასდროს არაა სწორი საქციელი. ზოგი აზრით კანონდარღვევა ეს სახელის მოხვეჭის წინა პირობაა, არა ეს უბრალოდ დაბალი ზნეობისა და სულიერი სიდუხჭირის ბრალია. დაფიქრდით, როგორ საზოგადოებაში გინდათ ცხოვრება და ეცადეთ თვითონ შეცვალოთ იგი…

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s