გენოციდი

ადამიანი საზოგადო პრობლემებით მანამდე არ ინტერესდება, სანამ ეს პრობლემა უშუალოდ არ შეეხება და ტკივილს არ აგრძნობინებს. ყველას გვიჭირს ვიყოთ პირველი და წინ აღვუდგეთ სისხლიან გადმონაშთებს, რომელიც გვახსენებს ადამიანის სისუსტეებს. კარგა ხანია არ დამიწერია მსგავსი სტატია და ბიძგი და მიზეზი რატომ ვწერ მე ახლა ამ ყველაფერს არის ფილმი, რომელსაც გუშინ ვუყურე. ნაწარმოები, კულტურა, თუნდაც ფილმები, ეს ხომ ანარეკლია ცხოვრების , ანარეკლი , სადაც იკითხება რეალობა. ფილმში “ბიჭუნა ზოლიან სამოსში” აღწერილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდი და საკონცენტრაციო ბანაკები, რომელიც იყო ბოროტებისა და ადამიანური სისასტიკის, მწვალებლობის გამოვლინება. საკონცენტრაციო ბანაკები, რომელიც ანადგურებდა ებრაელებს უმიზეზოდ. ეს იყო გენოციდი  (ბერძნ. genos – ჯიში, თემი და ლათ. caedo – ვკლავ) ადამიანის უფლებების შელახვის პიკი, რომელსაც ლამაზად ფუთავდნენ და ეს მხარე საზოგადოებისთვის უცნობი რჩებოდა, ზოგმა არ იცოდა რა ხდებოდა ამ ბანაკებში, ზოგმაც იცოდა და ხმის ამოღების ეშინოდა, ეშინოდა რომ მისი სიტყვა პიროვნებასთან ერთად განადგურდებოდა. არცერთი ადამიანი არ იმსახურებს სიკვდილს და არცერთ ჩვენგანს არგვაქვს სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება ყველა ადამიანი თავისუფალი და თანასწორია, ეს ხომ განმანათლებლებმაც იქადაგეს…საკუთარი რასის გაღმერთება, სამშობლოსადმი ზედმეტი პატრიოტობა გაკულტება, რომელიც სხვის უფლებებს ლახავს დანაშაულია, მარაზმულია და დაბალი ზნეობის მაჩვენებელი მე ვიტყოდი უნდა ვიყოთ პატრიოტებთან ერთად კოსმოპოლიტები, რომ არ შეილახოს სხვათა უფლებები. სულ ახლახანს დავიწყე გაბრიელ გარსია მარკესის “იცხოვრე რომ მოჰყვე”  და საინტრესო ფრაზა ამოვიკითხე “the sun shines for all” ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ ბუნება მომხრეა ვიყოთ თავისუფალნი და თანასწორნი. ფილმში ” ბიჭუნა ზოლიან სამოსში” მძაფრადაა გამოხატული კონკრეტული რასის იზოლაცია, რაც რეალობა იყო მე2 მსოფლიო ომის პერიოდში, 20ე საუკუნის მონობა, მონობა სადაც იმყოფებოდნენ ებრაელები, მხოლოდ იმიტომ რომ იყვნენ ებრაელები, ყველაზე უსუსური არგუმენტია და ვერცერთი არგუმენტი ვერ გაამართლებს ამ არაადამიანობას უფრო კონკრეტულად კი გენოციდს. დაუშვებელია არატოლერანტობა, არ უნდა დავუშვათ თანამედროვეობაში მსგავსი მოხდეს, რაღათქმაუნდა არ მოხდება, მაგრამ ვფიქრობ ეს სისხლიანი “ტრადიცია” თავის კვალს მაინც დატოვებდა და საჭიროა ბოლომდე ამოიძირკვოს ის აზრი, რომ რომელიმე რასა რომელიმეზე მეტია ან არ იმსახურებს არსებობას ჩვენს გვერდით!!!the-boy-in-the-striped-pyjamas-original

th_864x550_enter4

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s