უსამართლობა?!

სადამდე მიჰყავს უსამართლობას ადამიანი, ანუ არის თუ არა ის პიროვნება იმ პროცესის მონაწილე, რომელზეც თვალს ხუჭავს?!
ყოველდღიურად ათასობით ფაქტის მოწმე ვხდებით.ქუჩური გარჩევები, ერთმანეთის ჩაგვრა, ძალადობა, ქურდობა, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა.ყველაფერი ეს ერთად და ცალცალკე უსამართლობაა და რაღა თქმა უნდა , ვინც “ატარებს” ამ ფაქტებს სახელად უსამართლობა უნდა ერქვას და არა პიროვნება. მიზეზები მარტივია.ბრბო, რომელსაც ეშინია პრობლემები თავად არ შეექმნას, ფიქრობს ეს მისი საქმე არ არის და თავს იმართლებს “ფრთიანი ფრაზით” ცნობილი სტერეოტიპული გამოთქმებით “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი”
,” არამკითხე მოამბე, მიტყიპე და მიაგდე” სწორედ ესაა დეგრადირებული საზოგადოება, სანამ თავად არ დადგება პრობლების წინაშე და მისიანს არ გაკრავენ კბილს დუმან. შეუძლია თუ არა საზოგადოებას შეცვალოს კონკრეტული ადამიანის პრობლემის მოგვარებით დამოკიდებულება? დიახ. რამოდენიმე წლის წინ ოჯახური ძალადობა ტაბუდადებული თემა იყო, დღეს კი სწორედ ისინი იბრძვიან მის აღმოსაფხვრელად, რომლებიც თავად იყვნენ ადრე მსხვერპლი. გაჩუმება და თვალის დახუჭვა, ნიშნავს, რომ მოგვწონს უსამართლობა უმოქმედობა კი ამ შემთხვევაში დანაშაულის ტოლფასია.მასობრივი რეპრესიები, მკვლელობები, ხალხთა გენოციდი, საკონცენტრაციო ბანაკები, აი სადამდე მიიყვანა მდუმარებამ საზოგადოება წლების წინ.იქნებ შენი ერთი ხმა იყოს ექო, რომელსაც გამოეხმაურება მილიონობით ადამიანი ასე, რომ საკუთარ თავში ვეძებოთ პრობლემა და გახსოვდეთ მდინარის დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან. არ უნდა უარვყოთ რომ, პირველობა საფრთხის შემცველია. დიახ, ილია გახდა საკუთარი პირველობის, გაბედაობის, სამართლიანობის მსხვერპლი, მაგრამ დაფარვით ვერ მოვიშუშებთ იარებს.”მე კი ვფარავ , მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს”, ამბობდა გურამიშვილი. საზოგადოების უმოქმედობაზე ალაპარაკდნენ ქართველი რეპერები რამოდენიმე თვის წინ აქციით “ჩემი ქალაქი” და ეს კიდევ ერთი მაგალითი და გაშარჟება იყო უმოქმედო, დეგრადირებული საზოგადოებისა. საინტერესოა ფრაზები, რომლითაც გაჯერებულია მათი ტექსტები და აი ვიდეოც…  

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s