Category Archives: აქცია

ახალგაზრდა ობდუსმენი (უფლებათა დამცველი)

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ დავდივართ ქუჩაში , დავდივართ საზოგადოებრივი ტრანსპორტით,სხვადასხვა გვარად ვატარებთ თავისუფალ დროს, შევდივართ მაღაზიაში, ვყიდულობთ სხვადასხვა ნივთებს და ხშირად არც კი ვფიქრობთ, რომ თითოეული ჩვენი მოქმედება რეგულირდება სამართლის ნორმებით- ქცევის სპეციალური წესებით, რომელთა დარღვევა ან არასათანადო შესრულება გარკვეულ იურიდიულ შედეგებს იწვევს.
ჩვენი ცხოვრების წესის სწორად ჩამოსაყალიბებლად , იმისათვის , რომ სრულიად და მართებულად განვახორციელოთ და შევასრულოთ კანონით ჩვენი ასაკის შესაბამისად მონიჭებული უფლებები და დაკისრებული მოვალეობები, საჭიროა მაქსიმალურად მივიღოთ ინფორმაცია ამ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ყველა ჩვენგანი უნდა ვაცნობიერებდეთ იმას , რომ არა მარტო ჩვენი საჭიროა სხვისი უფლებების დაცვა , როგორიც არიან უნარშეზღუდულები. ოდესმე წარმოგიდგენიათ თქვენი თავი უსინათლოდ? აი ჩვენ ,,Dream” -მა (სამოქალაქო კლუბის წევრებმა,რომელიც სულ ახლახანს 2012 წელს შეიქმნა) წარმოვიდგინეთ და ერთი დღე გავატარეთ მათთან ერთად. თქვენ გადაადგილდებით ფრთხილად?ისე როგორც შეგიძლიათ, რადგან ხედავთ საფრთხეს, რა ქნან მათ?! ხმოვანი სიგნალები რომლებიც ქუჩაში გადასასვლელებთანაა მობილიზებული, არ არის უსაფრთხო, ის ხშირად ცრუ სიგნალებს იძლევა, წარმოგიდგენიათ რა საფრთხეში ვარდებიან უსინათლოები?!მოწყობილობა რკინაა , მაგრამ ჩვენ ხომ გვაქ გული, ხომ გვაქ გრძნობა შეიძლება ზოგმა იფიქროს, რომ ეს არ არის მისი საქმე, მაგრამ ეს არ არის ჭეშმარიტი დაგვიდექით გვერდში ამოუდექით და არ გაუშვათ ხელი უსინათლოებ! მომავალია ჩვენია! ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ,შენი და მათი მომავალი,დაიცავით საგზაო წესები და უნარშეზღუდულებიც შეძლებენ თქვენსავით უსაფრთხოდ მოძრაობას . ჩვენ ვიყავით ბ.ნ გიგი უგულავასთან და ვთხოვეთ გამოეყო სამარშუტო ტაქსი უსინათლოებისთვის…შენი ჯერია … გადაარჩინე ისინი გადადგი ნაბიჟი უფრო უსაფრთხოდ და მიხვდები რომ ერთი კარგი საქმე გააკეთე…. დაივავი საგზო წესები!

დატოვე კომენტარი

Filed under აქცია, სამოქალაქო კლუბი