თავისუფლება?!

თავისუფლება
ეს ხომ ლამაზად შეფუთული რეალობაა, საჩუქარია, რომელსაც მოფრთხილება უნდა! გახსნისას კი გვხდება ამაოება, სიცრუე, ხვდები რომ ეს მხოლოდ სიტვაა და მეტი არაფერი ან კიდევ დემოკრატია, რომელიც ვითომდა ამ სიტყვის სისრულეში მოყვანას ემსახურება ამაოებაა იგიც, ტყუილად არ უთქვამს, დემოკრატია ყველაზე ცუდი მმართველობააო, მაგრამ უკეთესიც რომ არ არსებობს რა გინდა რომ ქნა?! ჩვენ ვეგუებით ყველა ამ ფორმალობას და ვხდებით მარიონეტები დიდი ადამიანებისა და ცოტა თუ უჩნდება სურვილი თავად გახდეს დიდი. თავისუფლება, როგორ შეიძლება იყოს ის, როცა შენს ცხოვრებაში ერევიან, გიგეგმავენ მომავალს, გაჩვენებენ რომ სრულიად თავისუფალი ხარ ბუნებით მონიჭებული გაქვს აღნიშნული, მაგრამ თან გეუბნებიან, არა ეს ესე სჯობს….აი ესაა რეალობა და სანამყველა არ გავიაზრებთ აღნიშნულს არ გვეშველება, ყველაში უნდა იყოს მეამბოხე სული, არსება , რომლებიც იღრიალებს უსამართლობის დანახვისას, არსება რომლისთვისაც მიუღებელია ტყუილი და ხომ გვეზიზღება ჩვენ ის ადამიანები ვინც გვატყუებენ ხოდა უნდა ავუმხედრდეთ ჩვენ წინაშე უსამართლობას…მაგრამ არა შურისძიებით, ეს უნდა იყოს განათლებით, კანონებამდე დასული მოქმედება. უნდა შევიცვალოთ დამოკიდებულება, იმისა, რომ სხვა ვიღაც გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს არ უნდა ველოდებოდეთ უცხოს, ხმა ამოიღოს და მერე ავყვეთ, ყოველთვის უნდა ვიყოთ პირველები და დაე აგვყვეს სხვა…და მაინც ვინაიდან თავისუფლება ეს ფორმალობააა და ყველა მარიონეტის როლში ვართ და ხელისუფლებაც იმისთვისაა, რომ ლამაზად შეფუთოს მწარე რეალობა უნდა გამოჩდნენ ადამიანები ვინც იტყვიან საპირისპიროს და თვალს აუხვევენ ხალხს, მაგრამ როგორც წესი ეს ადამიანი მსხვერპლი გახდება დიახ მსხვერპლი და მაინც საუკუნეების შემდეგ შევა ისტორიაში მოიპოვებს და მოიხვეჭს სახელს, რომელიც მას უკვე არაფერში სჭირდება და მაინც თავისუფლება ეს თუ ლამაზად შეფუთული სიცრუეა უნდა გაიხსნას ფაბრიკა სადაც ეს დეფექტები გამოსწორდება და ეს უნდა იყოსსაერთო საქმე…თავისუფლება ფორმალობაა მაგრამ შეიძლება ამ განმარტების შეცვლა, მას შემდეგ რაც ვისწავლით სხვის უფლება-მოვალეობაში არ ქექვას… და მაინც რაოდენ სასიამოვნოა წამიერი თავისუფლება…. წამიერება  1327068738_tumblr_l91t6w32rf1qa94sio1_500

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s