ქველმოქმედება, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის სხვადასხვა ადამიანის პრობლემები

ალბათ, მართებული იქნება თუ დავსსვამთ კითხვას, რა არის ქველმოქმედება და ვინ არის ქველმოქმედი. ამ შეკითხვაზე რათქმაუნდა არსებობს კონკრეტული პასუხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია როგორ გვესმის თითოეულს ეს საკითხი. უნდა ეხებოდეს თუ არა საზოგადოებას, სხვადასხვა კონკრეტული ადამიანის პრობლემები?! რაღათქმაუნდა, ჩემი აზრით სწორედ ის საზოგადოებაა ჯანსაღი, რომლისთვისაც პრიორიტეტულია არა მარტო საკუთარი თავი არამედ სხვა, მარტივად რომ ვთქვათ მე=ჩვენ-ს  პრინციპი. ინდივიდმა უნდა გაითავისოს რომ საკუთარი ბედნიერებისთვის საჭიროა გარშემომყოფებიც ბედნიერები იყვნენ. არ დავიწყებ საქართველოს კრიტიკას ამ სფეროში, იმიტომ რომ არც თუ ისე ცუდი მაჩვენებელი გვაქვს, მაგრამ მინდა მივმართო ყველას, რომ სიკეთის გაკეთება, არ საჭიროებს აფიშირებას, სიკეთე არ უნდა იყოს იარაღი, რომელსაც ზოგი პიარისთვის ზოგიც კი “რა მაგარი ტიპი ვარ”-ითვის იყენებს. საზოგადოება ბრბოსგან ბევრი ათავისებურობებით განსხვავდება და ერთ-ერთი მათგანი სწორედ არის სამოქალაქო აქტიურობა, მოქალაქეობის შეგრძნება, პრობლემების მოგვარების უნარი და ჩემი აზრით ნებისმიერ პრობლემატური საკითხის გადაჭრა ეს უკვე ქველმოქმედებაა. უფლებაა თუ მოვალეობა ქველმოქმედება?! დაუსვით საკუთარ თავს კითხვა და მიხვდებით, როგორი პიროვნებახართ… თუ თქვენთვის ქველმოქმედება ვალდებულებას წარმოადგენს დამერწმუნეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც შეცვლის მომავალს. როგორ უნდა მოვიქცეთ , რომ ჯანსაღი გარემო შევქმნათ? მოდი განვიხილოთ ეს თემა სათაურის ჩარჩოებში, პატარებს უნდა ვასწავლოთ სხვისი დახმარება და საბედნიეროთ დღეს საქართველოში არსებობს პროექტები, რომლებიც ეხმარება ამის გააზრებაში ნებისმიერს. ყველას ვურჩევდი ჩართულიყო ასეთ პროგრამებში, ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა როლი შეიძლება შეასრულოს თქვენმა უბრალო კეთილმა მოქმედებამ იმ დიდ საქმეში რომელიც მსოფლიო სოლიდარობა ეწოდება. ასე რომ დაფიქრდით ყოველდღე და ილიას თქმის არ იყოს “ყოველდღესა შენს თავს კითხო აბა მე დღეს ვის რა ვარგე” თუ ამ პრინციპით ვიცხოვრებთ, ყველას უფლება დაცული იქნება, იგრძნობთ რამხელა ძალა აქვს ერთიანობას, გირჩევთ მიიღოთ მონაწილეობა ნებისმიერ კეთილ აქციაში, თუნდაც  ice bucket challengeში და გაგებით მოვეკიდოთ საზოგადო პრობლემებს , რომლებიც დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად შეგიშლით ხელს ბედნიერებაშიlarge savuf 018fdea0d4623e486f80161b8760dcfe_684 1-871

პ.ს და არ დაგავიწყდეთ დახმარება მხოლოდ მატერიალურით არ შემოიფარგლება

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s