რეიდები

რამოდენიმე საათის წინ სამარშუტო ტაქსით ვიმგზავრე თითქმის ნახევარი თბილისი მოვიარე და ვაკვირდებოდი ქუჩებს და მახსენდებოდა საზოგადოების საუბრები ე.წ რეიდებთან დაკავშირებით. მართლაც, რომ გახშირებულია საპატრულო პოლიციის მოძრაობა ქუჩებში, ასევე ხშირია გაჩერებული მანქანების რაოდენობა, უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვი. და მაინც რეიდებით ვებრძვით კრიმინალს თუ ვაშინებთ მოსახლეობას. საზოგადოების აზრი ორ ნაწილადაა დაყოფილი. თუ კი გადავხედავთ ბოლოს დანაშაულის რიცხვს, რატომ არ უნდა გამკაცრდეს კანონები, რატომ არ უნდა გახშირდეს პოლიციის მეთვალყურეობა,მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ისევ და ისევ კანონის ფარგლებში, ისე რომ არ დაირღვეს არავის უფლებები. საჭიროა გავრცელდეს ხმა, რომ საქართველოს დაცვის სამსახური მზადაა იმისთვის, რომ აღიკვეთოს მარაზმი, დანაშაულები. ვფიქრობ საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს რისთვის ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ არც საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა უნდა გადააჭარბონ არ უნდა ისარგებლონ ამ სიტუაციით. როდესაც ვამბობთ, რომ ქუჩაში ვერ გამოვდივართ, როგორც კი შეღამდება და ამავე დროს გვაშფოთებს დაცვის სამსახურის ხშირი გამოჩენა ეს რეალურია. რატომ შეიძლება საპატრულო პოლიციამ გააჩეროს უდანაშაულო, რადგანაც ხდება შემთხვევები რომ საპატრულო სამსახური აქტიურად მოძრაობს, ე.ი არის საშიშროება, რომელიც უნდა აღიკვეთოს. თუმცა აქვე ვამბობ რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მოქალაქეების უფლებების შელახვა. ასე, რომ სჯობს მოვიძიოთ ინფორმაცია და შემდეგ გავაკეთოთ განცხადებები, გავერკვეთ კარგათ და შემდეგ დავაფიქსიროთ აზრი. ნუ გადავიქცევით ბრბოდ, ნუ ავყვებით ერთ კონკრეტულ ადამიანსა და შემთხვევას. ყოველთვის იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში უკმაყოფილო მხარე, რომლის შეხედულებებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, მაგრამ ჩემი რჩევაა ორგანიზებულად ზედმეტი ემოციების გარეშე დავაფიქსიროთ ჩვენი შეხედულებები. preview policia2

არ დაგავიწყდეთ, რომ პოლიცია ჩვენ დასაცავადაა და არა უნდა გვეშინოდეს მათი ქმედების

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s