ადამიანი

დიდი ხნის პაუზის შემდეგ კვლავ გადავწყვიტე ჩემს ბლოგზე მუშაობა, რატომღაც მარტო facebookი მოსაწყენია…მინდა დღევანდელი გადასახედიდან დავინახოთ ერთად ადამიანი, თან მისივე უფლებებითურთ. დღეს 21 საუკუნეში ხომ წარმოუდგენელია პიროვნება უფლებების გარეშე.ყველამ გავითავისეთ კანონიერი შესაძლებლობები და მაქსიმალურად ვიყენებთ, დღითიდღე ვხედავ უფრო და უფრო თამამ საზოგადოებას, რომელიც 2 მიმართულებით შეიძლება განვიხილოთ , როგორც კარგი და როგორც ცუდი… კარგი იმიტომაა, რომ ნელნელა ვხვდებით როგორ უნდა ვმართოთ თავი და ვიყოთ მისი გამგებელი, სრული ბატონ-პატრონი, დიქტატორი და არავის ვაძლევთ საშუალებას ამ პატარა სამფლობელოში ისეთი რამ გააკეთოს რაც ავტორიტეტს შეგვიცვლის, ეს კარგია რადგან სრულფასოვან პიროვნებებად ვყალიბდებით, მაგრამ ზედმეტ თავისუფლებას მივყავართ უფსკრულამდე, სადაც შეიძლება გადავიჩეხოთ, რათქმაუნდა არ ვაპირებ ჩემი ხმა მსოფლიოს მივაწვდინო და მინდა ეს საკითხი საქართველოს ჭრილში განვიხილო. დაფიქრებულხართ თუ არა რა გავლენას ახდენს რელიგია ადამიანზე?! და განსაზღვრავს თუ არა მის უფლებებს?? და მინდა იამაყოთ რომ ქართველი ერი მართმადიდებელია და აფსოლუტურად არ ზღუდავს არაფერში ადამიანს, აძლევს თავისუფალ ნებას, მაგრამ ყოველთვის ზრუნავს ჩვენს სულზე, სწორ ცხოვრებაზე,ჭეშმარიტ გზაზე გვატარებს ეს სიმართლეა და უნდა დავინახოთ, მართლმადიდებლობა ადამიანის როგორც ინდივიდის ჩამოყალიბებაზე ზრუნავს, ზრუნავს იმისთვის რომ ყველა იყოს ნამდვილი ადამიანი… ქრისტიანობა ადამიანს როგორც სოციუმის წევრს კი არ აღიქვამს, არამედ პირად პასუხისმგებლობას აკისრებს, რომელმაც იმ სოციუმის შექმნას უნდა შეუწყოს ხელი, რომელიც იქნება ნორმალური განვითარებისათვის. არმინდა რელიგიაზე შევჩერდე და გავაგრძელებ, მე 21ე საუკუნის ახალგაზრდას, თავისუფლება მგონია წესიერება, თავისუფლება მგონია ის, რომშეგიძლია ჯანსაღ გარემოში იცხოვრო, ყოველმხრივ ჯანსაღში…თავისუფლება ის კი არაა, რამდენი ჰომო ადამიანი ცხოვრობს და რამდენად სწორად აღიქვამს საზოგადოება მათ. რაღათქმაუნდა განურჩევლად, სქესისა, რასისა, აზრისა ყველას უფლება ინდა დავიცვათ, მაგრამ არა ისე რომ სხვისი დაირღვეს. განა როცა ვამბობთ, რომ ქართველები ეს ხმალამოწვდილი ხალხია, რომელიც განსხვავებულობას ვებრძვით, არ ვარღვევთ იმ ხალხის უფლებებს, რომელიც ფიქრობს,რომ ჰომო ადამიანი ეს ცოტა  ანომალიაა, განა მართალი არაა რომ რაც ღმერთს არ ემსახურება ის არ არის ჭეშმარიტება, რაშიც ცოდვა ურევია ის როგორ აღვიქვათ ნორმალურად, მისაბაძად. დიახხ რომ აქვთ უფლება არსებობდნენ , მაგრამ არა ისე რომ სხვა მილიონობით ადამიანის აზრი გამოილანძღოს. მე ვთვლი ეს სისუსტეა ადამიანის და არ უნდა ვცდილობდეთ ვიჩხუბოთ ამ საკითხზე, ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენ ნათესავებს, შვილებს, მეგობრებს ვასწავლოთ ჭეშმარიტ გზაზე სვლა. მე არ მეშინია ვთქვა რომ დღეს 23 საუკუნეც რომ იყოს ადამიანს უნდა სწამდეს რაღაცის, ჭეშმარიტების, უნდა ეშინოდეს ბოროტების ჩადენის, უნდა ფიქრობდეს, რომ საკუთარი შვილის ფსიქიკაზე იმოქმედებს მისი არასწორი საქციელიი…ვერ ვიტყვი ვერაფერს ადამიანი დღეს არის თავისუფალი, თავისუფლება კი არ ნიშნავს გავაკეთოთ ის რაც ჩვენ გვესიამოვნება და ამ სიამოვნებით სხვა დაზარალდება, დღეს ადამიანი უნდა ცდილობდეს გლობალური გახადოს, გაასახაროვოს, ყველას მოუპოვოს თავისუფლება.. და აქ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ,შუალედი რომელიც გააქრობს 2 დაპირისპირებულ მხარეს…მე არ მინდა ჩემი შვილი გაიზარდოს არაჯანსაღ გარემოში, ამიტომ დაე იყოს ჰომო სრულფასოვანი მოქალაქე, მაგრამ საკუთარ მანკიერებას ნუ გაუკეთებს აფიშირებას, ნუ მოგვიწოდებს რომ ეს საქმე კარგია რამეთუ ამ დროს ბევრი სხვა ჰეტეროს უფლება ირღვევა,მაინც იქ მივდივარ რომ ეს ცოდვაა, ცოდვაა რომელიც დაგვცემს და საზოგადოებამ უნდა ავიმაღლოთ ხმა არა ცემა-ტყეპით, არამედ ისე როგორც შეეფერება თანამედროვე პიროვნებას ვიპოვოთ ოქროს შუალედიი )))

1970647_1445565662346547_1608237414_n

დატოვე კომენტარი

Filed under Uncategorized

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s