რა არის სამართალი?

სამართალი და სახელმწიფო განუყოფელია.არ არსებობს სახელმწიფო ,  რომელსაც არ ჰქონდეს კანონები.  მათი დანიშნულებაა მოაწესრიგოს ადამიანთა შორის ურთიერთობა.

        არ არსებობს და არც წარსულში არსებობდა საზოგადოება,  ხალხი,  რომელსაც დანაშაულის გაგება არ ჰქონოდა. კაცისკვლა, ქურდობა, ძარცვა ყოველ მეტ-ნაკლებად განვითარებულ საზოგადოებაში დანაშაულად ითვლება. სადაც დანაშაულის შეგრძნება არსებობს, იქ არსებობს სასჯელის შეგნებაც. დანაშაულებრივ  ქმედებას არც ერთ საზოგადოებაში სასჯელის გარეშე არ ტოვებენ. დანაშაულისა და სასჯელის ერთმანეთთან შეფარდებას გამოხატავს კანონი,  რომელიც ძველად ზეპირი გზით არსებობდა,  მოგვიანებით კი დაწერილი კანონების ფორმა მიიღო.

       ადათი ეს  იგივე ხალხური სამართალია.იგი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ზეპირი გზით და ყველასათვის ერთნაირად სავალდებულო იყო.

              ძველ დროში სახელმწიფო მაშინ იყო ძლიერი თუ იცავდა ერთნაირად სხვადასხვა ფენის ადამიანთა უფლებებს, დაიცავდა მათ ინტერესებს, ყველას განუსაზღვრავდა უფლება – მოვალეობას, დაამყარებდა  საზოგადოებრივ წესრიგს. ყოველივე ამას სახელმწიფო აკეთებდაყველასათვის სავალდებულო კანონებით-კანონმდებლობით.

ძველი ინდოეთის კანონებში ამოიკითხება შემდეგი სიტყვები ,,მეფე რომ დამნაშავეს საკადრის  სასჯელს არ უსჯიდეს ძლიერები სუსტებს შეწვავდნენ, როგორც თევზს წვავენ შამფურზე”

დატოვე კომენტარი

Filed under სამართალი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s