ადამიანები თავისუფალნი და თანასწორნი არიან!

პიროვნების განუხრელი უფლებები და თავისუფლებები, რომელთაც ინდივიდი დაბადებისთანავე იძენს. ა. უ. განსაზღვრავს მინიმუმს იმ პირობებისა, რომლებიც საჭიროა ადამიანის ღირსებისა და სიციცხლის შესანარჩუნებად; მოიცავს სამოქალაქო უფლებებსა და პოლიტიკურ თავსუფლებებს, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს, აგრეთვე, მთელი რიგი ერთობების (ბავშვები, ქალები, ნაციონალური უმცირესობები, ხალხები და ა. შ.) უფლებებს. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ზღუდავს სახელმწიფოს ქმედებებს და უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლესა და თავისუფლებას. სოციალური და ეკონომიკური უფლებები ითვალისწინებს მთავრობის განსაზღვრულ ვალდებულებებს. ზოგიერთი ანალიტიკოსი მათ ირეალურს უწოდებს, რადგანაც ბევრ ქვეყანას სათანადო რესურსების უქონლობის გამო არ ძალუძს ამ უფლებათა განხორციელება. განსაკუთრებული ვალდებულებები დაკავშირებულია ისეთ უფლებებთან, როგორიცაა მშვიდობა, განვითარება და ჰუმანიტარული დახმარება. უფლებათა დიდი ნაწილი თითოეულ ინდივიდს ეხება, ხოლო ზოგიერთი, მაგ., ეროვნული თვითგამორკვევის უფლება – გარკვეულ ერთობას. უფლებები დაკანონებულია გაეროს მიერ „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში“ (1948) გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ორი საერთაშორისო კონვენციით, მრავალი ქვეყნის კონსტიტუციით, აგრეთვე ევროპული კონვენციით, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ა. უ-ის თაობაზე მიღებული დეკლარაციები ნორმატიული ხასიათისაა და მათ უფრო მორალური და სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ოპონენტები უარყოფენ იდეას ა. უ-ის უნივერსალობის შესახებ, ან ამტკიცებენ, რომ ეს უფლებები ითვალისწინებს მხოლოდ იდეოლოგიურ და კულტურულ ასპექტებს; მოცემული სახელმწიფოსთვის ან საზოგადოებისთვის ექსტრემალურ შემთხვევაში ისინი შეიძლება დარღვეულ იქნას; ა. უ-ის დაცვის მოთხოვნები ეწინააღმდეგება ერთიანი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ხელისუფლებას.(http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=2763)

ხშირად დავფიქრებულვარ თუნდაც საფრანგეთის რევოლუციის შესწავლისას განმანათლებლები ამბობდნენ , რომ ადამიანები თავისუფალი და თანასწორები იბადებიან და ასეთივეები რჩებიან,რატომ უნდა აუქციოთ და შევლახოთ ჩვენი და თქვენი ადამიანების უფლებები, რატომ უნდა ვცდილობდეთ ავტორიტეტის დამყარებას ალბად ეს ის კითხვებია, რომელიც ყველაზე მრავალეროვან და მარადიულ კითხვებად დარჩებიან

დატოვე კომენტარი

Filed under სამართალი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s