ადამიანი….

ა.უ-ის კონცეფცია ბუნებითი კონცეფციის დოქტრინიდან გამომდინარეობს, რომლისთვისაც ძირითადია განუყოფელი, დაბადებითი ადამიანური ღირსების ცნება. ამ კონცეფციის მიხედვით საზოგადოების თითოეულ წევრს, კანონით მინიჭებული უფლებების გარდა, აქვს ძირითადი უფლებები – სწორედ იმიტომ, რომ ისინი ადამიანებად დაიბადნენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ხელისუფლებას იმდენი უფლება აქვს, რამდენსაც მას კანონი ანიჭებს, (შეზღუდული ძალაუფლების პრინციპი), ხოლო ადამიანს აქვს ყველა ის უფლება, რომელსაც არ უკრძალავს კანონი. ადამიანის უფლებებში ორ ძირითად ჯგუფს გამოყოფენ: მატერიალურ და საპროცესო უფლებებს. მატერიალური უფლებები მოიცავენ – პირად, ანუ სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. პირად ანუ სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებს მიეკუთვნება: ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, მოქალაქეობის უფლება, სიცოცხლის, პატივისა და ღირსების, თავისუფლების ხელშეუვალი უფლებები, სიტყვის, აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება და ა.შ. პოლიტიკურ უფლებებს მიეკუთვნება: ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება, საარჩევნო უფლება, პოლიტიკური პარტიის, პროფესიული კავშირის შექმნის და მასში მონაწილეობის უფლება, მიტინგებისა და მანიფესტაციების ჩატარების უფლება და ა.შ. ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს მიეკუთვნება: შრომის უფლება; შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების უფლება; პროფკავშირების შექმნის უფლება; გაფიცვის უფლება; განათლების, ჯანმრთელობის უფლებები და ა.შ. კულტურულ უფლებებს მიეკუთვნება: საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, სამეცნიერო პროგრესის შედეგებით სარგებლობის უფლება და ა.შ. საპროცესო უფლებები კი ადამიანისათვის მიკუთვნებული მოქმედების მეთოდები და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტებია, რომელთა დახმარებითაც ადამიანი დაცულია ხელისუფლების თვითნებობისაგან. ადამიანის უფლებათა დაცვის საპროცესო გარანტიებს მიეკუთვნება, აგრეთვე, საკონსტიტუციო სასამართლო, ომბუდსმენის (სახალხო დამცველი) ინსტიტუტი, რეფერენდუმის მოწყობის უფლება და ა.შ. ადამიანის უფლებათა ზოგადი პრინციპებია: ადამიანის უფლებები და თავისუფლებები მხოლოდ და მხოლოდ ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება; ადამიანის უფლებები ინდივიდუალურია და არა კოლექტიური. ამ წესიდან ერთადერთი გამონაკლისია ხალხთა თვითგამორკვევის უფლება; ადამიანის უფლებები და თავისუფლებები არ არის სახელმწიფოს მიერ ნაბოძები წყალობა, ისინი სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად არსებობენ, ვინაიდან ჩვენ ადამიანებად დავიბადეთ; არავითარი მნიშვნელობა არა აქვს დაფიქსირებულია თუ არა ყველა ეს უფლება და თავისუფლება სახელმწიფოთა კონსტიტუციებსა და საკანონმდებლო აქტებში, ვინაიდან ადამიანის კუთვნილი უფლებები და თავისუფლებები ყველა კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე მაღლა დგას; ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა წყარო არ არის სახელმწიფო. ეს უფლებები სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად არსებობს, სახელმწიფო კი აღიარებს მათ არსებობას; სახელმწიფოს მოვალეობაა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, რადგანაც ის არსებობს ხალხისაგან და ხალხისათვის; ადამიანის უფლებები და თავისუფლებები წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებებია. ამ უფლებათა და თავისუფლებათა არსებობა არ შეიძლება შემოიფარგლოს დროის რომელიმე მონაკვეთით და არ შეიძლება შეილახოს სხვა ღირებულებებით; ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებები, ზღუდავს სახელმწიფოს ხელისუფლების განხორციელებისას, ე.ი. ხელისუფლება შეზღუდულია ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით. (http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=2763)

დატოვე კომენტარი

Filed under კანონები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s